შინაარსზე გადასვლა

აბედათის დიხა გუძუბა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბედათის დიხა გუძუბა — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს. მას ირგვლივ შემოუყვება 7-10 მეტრის სიგანის ხელოვნური თხრილი. გამოყოფენ 6 გეოლოგიურ ფენას, რომელთაგან სამი კულტურულ ნაშთებს შეიცავდა. სამივე ფენაში გავრცელებულია ერთგვაროვანი მასალა. კერამიკა გამომწვარია მოყავისფრომ-მოვარდისფროდ ან მოშავო-მონაცრისფროდ. ასევე აღმოჩენილია კაჟისყუნწიანი შუბისპირი და ნამგლის ჩასართი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24417