შინაარსზე გადასვლა

Grateful Dead

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Grateful Dead

ჯგუფი 1970 წელს: ბილ კროიცმანი, რონ „Pigpen“ მაკ-კერნენი, ჯერი გარსია, ბობ უაირი, მიკი ჰარტი, ფილ ლეში.
ბიოგრაფია
წარმოშობა პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი
აქტიური 1965–1995, 2015[1]
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Grateful Dead, Arista, Rhino
ყოფილი წევრები ჯერი გარსია
ბობ უაირი
ფილ ლეში
ბილ კროიცმანი
როკ მაკ-კერნენი
რობერტ ჰანტერი
მიკი ჰარტი
ტომ კონსტანტენი
კით გადჩო
დონა გადჩო
ბრენტ მაიდლენდი
ვინს უელნიკი
საიტი dead.net
Grateful Dead ვიკისაწყობში

Grateful Dead — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1965 წელს პალო-ალტოში (კალიფორნია).[2][3] ჯგუფი ცნობილი გახდა გამორჩეული სტილით, რომელშიც შერწყმული იყო როკის, იმპროვიზაციული ჯაზის, ფსიქოდელიური როკისა და სპეის-როკის ელემენტები,[4][5] და სცენაზე გამოსვლისას ხანგრძლივი მუსიკალური იმპროვიზაციებით.[6][7] ლენი კეი წერს: „მათი მუსიკა ეხება სფეროს, რომელიც სხვა ჯგუფებისთვის ჯერ უცნობია.“[8] სხვადასხვა გავლენით ჯგუფის მუსიკა ჩამოყალიბდა გამორჩეულ ფსიქოდელიურ ჟღერადობად, რამაც Grateful Dead აქცია „ჯემ-ბენდების სამყაროს ნათლიებად.“[9] Rolling Stone-მა ისინი ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში #57 ადგილზე დაასახელა.[10] 1994 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში[11], ხოლო ჯგუფის მიერ 1977 წლის 8 მაისს კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კონცერტი შეტანილია კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ჩანაწერების რეესტრში.[12] მსოფლიო მასშტაბით ჯგუფს გაყიდული აქვს 35 მილიონზე მეტი ალბომი.

Grateful Dead დაარსდა სან-ფრანცისკოს ყურის ტერიტორიაზე, 1960-იანი წლების კონტრკულტურის პოპულარობის ზრდისას.[13][14][15] დამაარსებლები იყვნენ ჯერი გარსია (ელექტრონული გიტარა, ვოკალი), ბობ უაირი (გიტარა, ვოკალი), რონ მაკ-კერნენი (კლავიშებიანები, ჰარმონიკა, ვოკალი), ფილ ლეში (ბას-გიტარა, ვოკალი) და ბილ კროიცმანი (დასარტყმელი საკრავები).[16] წევრები ერთად სან-ფრანცისკოს სხვადასხვა ჯგუფთან გამოდიოდნენ, მათ შორის Mother McCree's Uptown Jug Champions-ში და The Warlocks-ში. უკანასკნელში შემოერთებული უკანასკნელი წევრი იყო ლეში. მოგვიანებით The Warlocks Grateful Dead-ად გარდაიქმნა. ლეშმა ჩაანაცვლა დანა მორგან უმცროსი, რომელიც ბას-გიტარაზე რამდენიმე კონცერტზე უკრავდა. მაკ-კერნენის გარდა (რომელიც 1973 წელს გარდაიცვალა), 30 წლის განმავლობაში შემადგენლობა იგივე დარჩა.[17] ჯგუფის დიდი ხნის წევრები აგრეთვე არიან მიკი ჰარტი (დასარტყმელი საკრავები, 1967–1971, 1974–1995, 2015), კით გადჩო (კლავიშებიანები, 1971–1979), დონა გადჩო (ვოკალი, 1972–1979), ბრენტ მაიდლენდი (კლავიშებიანები, ვოკალები, 1979–1990) და ვინს უელნიკი (კლავიშებიანები, 1990–1995). პიანისტი ბრიუს ჰორნსბი 1990-1992 წლებში ჯგუფის კონცერტების დროს კლავიშისტის სახით გამოდიოდა, თუმცა მანამდე და მოგვიანებით Grateful Dead-თან დროდადრო უკრავდა.

ჯგუფის თაყვანისმცემლებს, რომლებიც ცნობილები არიან ერთგულებით ადრეული წლებიდან და ყველა კონცერტზე დასწრებით, უწოდებენ "Deadheads".[6][7] როგორც Grateful Dead, ასევე მსმენელებიც წარმოადგენენ ჰიპების მოძრაობის ისტორიას. ჯგუფის ყოფილი წევრები სხვა მუსიკოსებთან ერთად, 2003, 2004 და 2009 წლებში გამოდიოდნენ სახელით The Dead, ხოლო მანამდე, 1998, 2000, 2002 წლებში - The Other Ones-ის სახით. არსებობს ჯგუფის რამდენიმე თანამედროვე შემადგენლობა - Furthur, Phil Lesh & Friends, Bob Weir & Ratdog და Rhythm Devils, რომელშიც შედიან მიკი ჰარტი და ბილ კროიცმანი. ცნობილია, რომ ჯგუფი 50 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად შეკრებას აპირებს.[18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Eakin, Marah. (January 16, 2015) The Grateful Dead to Reunite for Three Final Shows This Summer. The A.V. Club.
  2. Meriwether, Nicholas G. (2012). Reading the Grateful Dead: A Critical Survey. Scarecrow Press, გვ. 280. ISBN 0-8108-8371-6. 
  3. Metzger, John. (1999)Mother McCree's Uptown Jug Champions. The Music Box. The Music Box, Inc. ციტირების თარიღი: August 21, 2012.
  4. "purveyors of freely improvised space music"—Blender Magazine, May 2003 დაარქივებული 2007-06-08 საიტზე Wayback Machine.
  5. ""Dark Star," both in its title and in its structure (designed to incorporate improvisational exploration), is the perfect example of the kind of "space music" that the Dead are famous for. Oswald's titular pun "Grayfolded" adds the concept of folding to the idea of space, and rightly so when considering the way he uses sampling to fold the Dead's musical evolution in on itself." -- Islands of Order, Part 2,by Randolph Jordan, in Offscreen Journal დაარქივებული 2007-09-20 საიტზე Wayback Machine. , edited by Donato Totaro, Ph.D, film studies lecturer at Concordia University since 1990.
  6. 6.0 6.1 Santoro, Gene. (2007)Grateful Dead. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica, Inc. ციტირების თარიღი: February 4, 2007.
  7. 7.0 7.1 Rock and Roll Hall of Fame and Museum – Grateful Dead detail (asp). Inductees. The Rock and Roll Hall of Fame and Museum, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2006. ციტირების თარიღი: January 16, 2007.
  8. Kaye, Lenny. (1970)The Grateful Dead – Live/Dead. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2013. ციტირების თარიღი: October 18, 2010.
  9. Garofalo, Reebee (1997). Rockin' Out: Popular Music in the USA. Allyn & Bacon. ISBN 0205137032. p. 219.
  10. „The Greatest Artists of all Time“. Rolling Stone.
  11. The Grateful Dead: inducted in 1994. The Rock and Roll Hall of Fame and Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2012. ციტირების თარიღი: April 9, 2012.
  12. New Entries to the National Recording Registry. Library of Congress. ციტირების თარიღი: July 25, 2013.
  13. The Grateful Dead Biography. Rock and Roll Hall of Fame and Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-08. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  14. Robin Sylvan (2002). Traces of the Spirit: The Religious Dimensions of Popular Music. NYU Press, გვ. 86–. ISBN 978-0-8147-9809-6. 
  15. Barnes, Luke. UC Santa Cruz's Grateful Dead archive offers a reason to visit the campus this summer. The Santa Cruz Sentinel (2013-06-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-08. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  16. Rolling Stone, pg. 332
  17. Garofalo, pg. 218
  18. Dead 50. Grateful Dead. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-13. ციტირების თარიღი: 2015-01-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Grateful_Dead&oldid=4681199“-დან