Nestlé
სათავო ოფისი. ვევე, ვოს კანტონი, შვეიცარია | |
ტიპი | ანონიმური საზოგადოება |
---|---|
დარგი | კვების მრეწველობა |
დაფუძნდა |
1866 1905 (როგორც „ნესტლე და ანგლო-შვეიცარული შედედებული რძის კომპანია“) |
დამაარსებელი | ანრი ნესტლე |
სათავო ოფისი | ვევე, შვეიცარია |
მმართველი |
პოლ ბულკი[1] (თავმჯდომარე) ულფ მარკ შნაიდერი[1] (CEO) |
პროდუქცია |
ბავშვთა კვება |
შემოსავალი | 91,43 მილიარდი შვეიცარული ფრანკი (2018)[2] |
მთლიანი შემოსავალი | 13,75 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (2018)[2] |
სუფთა მოგება | 10,46 მლრდ შვეიცარიული ფრანკი (2018 წელი)[2] |
თანამშრომელი | 352 000 (2019) |
საიტი | nestle.com |
Nestlé S.A. — შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია, უმსხვილესი მსოფლიოში კვების პროდუქტების სფეროში. სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ ვევეში. შემოსავლების თვალსაზრისით, ნესტლე მსოფლიოში პირველია კვების მრეწველობის კომპანიებს შორის.[3][4]
ნესტლეს პროდუქცია მოიცავს ბავშვის საკვებს, ჩამოსხმულ წყალს, სწრაფი კვების პროდუქტებს, ყავას, საკონდიტრო ნაწარმს, ყოველდღიურ პროდუქტებს, ნაყინს, ცხოველთა საკვებს და ნამცხვრებს. ნესტლეს 29 ბრენდის წლიური გაყიდვები 1 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (1,1 $) აღემატება.[3][5] მათ შორისაა Nespresso, Nescafé, KitKat, Smarties, Nesquik, Stouffer's, Vittel, და Maggi. კომპანია ფლობს 450 საწარმოს მსოფლიოს 86 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 328 000 ადამიანი. ამავე დროს, იგი მსოფლიოს უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიის — L'Oréal–ის ერთ–ერთი მთავარი მეწილეა.[6]
ნესტლე ჩამოყალიბდა 1905 წელს, ძმები ჯორჯ და ჩარლ პეიჯების მიერ 1866 დაარსებული ანგლო–შვეიცარიული რძის კომპანიისა და ამავე წელს ანრი ნესტლეს მიერ დაარსებული Farine Lactée Henri Nestlé–ს (ანრი ნესტლეს რძის კომპანია) შერწყმის შედეგად. კომპანია მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველი მსოფლიო ომის დროს, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გაფართოვდა მანამდე შეთავაზებული ძირითადად შედედებული რძისა და ჩვილთა კვების პროდუქტებისაგან შემდგარი ასორტიმენტი. კომპანიამ განახორციელა რამდენიმე კორპორაციული შენაძენი, მათ შორის იყო Crosse & Blackwell 1950 წელს, Findus 1963 წელს, Libby's 1971 წელს, Rowntree Mackintosh 1988 წელს და Gerber 2007 წელს.
შვეიცარიის ბირჟის სიაში ნესტლე პირველ ადგილზეა და შედის Swiss Market Index–ში. Euronext–ის ბირჟის სიაში ის მეორეა. 2011 წელს, ნესტლემ Fortune Global 500–ის შეფასებაში პირველი ადგილი დაიკავა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომგებიანმა კორპორაციამ.[7] 200 მილიარდი აშშ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Financial Times Global 500–ის შეფასებით ნესტლე მე–13 ადგილზეა.[8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Article on ownership structure of Nestlé and L'Oréal
- Nestlé Logo: Design and History დაარქივებული 2012-05-22 საიტზე Wayback Machine.
- Text of the Cocoa Protocol დაარქივებული 2008-07-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Management. Nestlé. ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2017
- ↑ 2.0 2.1 2.2 წლიური ანგარიში 2018 (PDF). Nestlé S.A. ( ნესტლე) (13 თებერვალი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2019.
- ↑ 3.0 3.1 Nestlé's Brabeck: We have a "huge advantage" over big pharma in creating medical foods, CNN Money, 1 April 2011
- ↑ Nestlé: The unrepentant chocolatier, The world’s biggest food company is betting on an emerging class of health and nutrition products to spur its growth, The Economist, 29 October 2009. Retrieved 17 May 2012
- ↑ Money.cnn.com, Nestlé: Tailoring products to local niches, 2 July 2010
- ↑ Bloomberg, Nestle to Decide on L’Oreal in 2014, Chairman Brabeck Says, 14 April 2011
- ↑ Global 500: Our annual ranking of the world's largest corporations, CNN. Retrieved 20 April 2012
- ↑ FT Global 500, Market values and prices at 31 March 2011, Nestlé