Uriah Heep
Uriah Heep | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა 2017 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1969-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
მიკ ბოქსი ფილ ლენზონი ბერნი შოუ რასელ გილბრუკი დეივ რიმერი |
ყოფილი წევრები | Uriah Heep-ის წევრების სია |
საიტი | uriah-heep.com |
Uriah Heep ვიკისაწყობში |
Uriah Heep — ინგლისური როკ−ჯგუფი, ჩამოყალიბებული ლონდონში, 1969 წელს. მის ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან გიტარისტი მიკ ბოქსი, კლავიშისტი ფილ ლენზონი, წამყვანი ვოკალისტი ბერნი შოუ, დრამერი რასელ გილბრუკი და ბას-გიტარისტი დეივ რიმერი. 1969 წლიდან დღემდე მათი შემადგენლობა რამდენიმეჯერ შეიცვალა, თუმცა ბოქსი ერთადერთი მუდმივი წევრი იყო. სხვა აღსანიშნავ წევრებს შორის იყვნენ ვოკალისტები დეივიდ ბაირონი, ჯონ ლოუტონი, ჯონ სლომენი, პიტერ გოლბი და სტივ ფონტეინი, ბასისტები გერი თეინი, ტრევორ ბოლდერი, ჯონ უეტონი, ბობ დეისლი, პოლ ნიუტონი და ჯონ ჯოვიტი, დრამერები ნაიჯელ ოლსონი, ლი კერსლეიკი და კრის სლეიდი და კლავიშისტები კენ ჰენსლი და ჯონ სინკლერი.
Uriah Heep 1970-იანების დასაწყისის როკ-სცენის ნაწილს წარმოადგენდა. მათ ხშირად უწოდებენ მძიმე როკის, მძიმე მეტალის და პროგრესული როკის ჟანრების პიონერებს.[1][2] დღეისთვის მათ მიერ გაყიდულია ალბომების 400 მილიონი ასლი (აქედან 4 მილიონი ― აშშ-ში. მათ ცნობილ სიმღერებს შორის არის „Gypsy“, „Easy Livin'“, „The Wizard“, „Sweet Lorraine“ და „Stealin'“. ჯგუფი წარმატებულია და ხშირად გამოდის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, რუსეთში, ფინეთსა და სკანდინავიაში.
ჯგუფს გამოცემული აქვს ოცდაოთხი სტუდიური ალბომი ორიგინალური მასალით, ოცი საკონცერტო ალბომი და ორმოცდაერთი კომპილაციური ალბომი (მათ შორის — საუკეთესო ჰიტების ალბომები). ჯგუფის თორმეტი სტუდიური ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში (Return to Fantasy 1975 წელს #7 იყო), ხოლო Billboard 200-ში მოხვედრილი თხუთხმეტი ალბომიდან ყველაზე წარმატებული იყო Demons and Wizards (#23, 1972).[3] 1970-იანების ბოლოს ჯგუფს გერმანიაში დიდი წარმატება ხვდა წილად, სიმღერით „Lady in Black“.[4][5]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტუდიური ალბომები
- ...Very 'Eavy ...Very 'Umble (1970)
- Salisbury (1971)
- Look at Yourself (1971)
- Demons and Wizards (1972)
- The Magician's Birthday (1972)
- Sweet Freedom (1973)
- Wonderworld (1974)
- Return to Fantasy (1975)
- High and Mighty (1976)
- Firefly (1977)
- Innocent Victim (1977)
- Fallen Angel (1978)
- Conquest (1980)
- Abominog (1982)
- Head First (1983)
- Equator (1985)
- Raging Silence (1989)
- Different World (1991)
- Sea of Light (1995)
- Sonic Origami (1998)
- Wake the Sleeper (2008)
- Celebration (2009)
- Into the Wild (2011)
- Outsider (2014)
- Living the Dream (2018)
- Chaos & Colour (2023)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Uriah Heep
- ოფიციალური საიტი
- Uriah Heep – დისკოგრაფია საიტზე MusicBrainz
- Uriah Heep საიტზე Discogs
- Uriah Heep Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Former URIAH HEEP Keyboardist KEN HENSLEY's Final Album To Receive Posthumous Release In March. Blabbermouth.net (25 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2021
- ↑ Uriah Heep eager to show Okanagan fans they've still got it (June 9, 2019). ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2021
- ↑ Uriah Heep Billboard 200-ში. ციტირების თარიღი: 8 April 2010
- ↑ LADY IN BLACK – URIAH HEEP-ᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲜᲒᲚᲘ. Uriah Heep – Official Web Site. ციტირების თარიღი: 2 January 2010
- ↑ Uriah Heep. Singles. დაარქივებული 2017-09-09 საიტზე Wayback Machine. musicline.de.
|
- Pages with image sizes containing extra px
- Uriah Heep
- 1969 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფები
- 1960-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1970-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- ინგლისური მძიმე მეტალ ჯგუფები
- ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფები
- Mercury Records-ის შემსრულებლები
- Vertigo Records-ის შემსრულებლები
- Chrysalis Records-ის შემსრულებლები