Xavix
იერსახე
სახელწოდების გარეშე | |
---|---|
ზედა:ჩრდილოეთ ამერიკული XaviXPORT. ქვედა: ევროპული Domyos Interactive System. | |
შემქმნელი | SSD COMPANY LIMITED |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი | აგვისტო, 2004 |
თავდაპირველი ფასი | 79.99 აშშ დოლარი |
შეწყდა | 2017[1] |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
საიტი | xavixstore.com |
XaviXPORT , ევროპაში იყიდებოდა როგორც Domyos Interactive System — მეექვსე თაობის კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SSD COMPANY LIMITED-ის მიერ. გამოვიდა 2004 წლის აგვისტოში აშშ-ში.[2][3]
დაანონსდა Consumer Electronics Show-ის შოუზე, ლას-ვეგასში, 2004 წლის 8 იანვარს. XaviXPORT-ზე მუშაობდა Nintendo Entertainment System-ის შემქმნელთა 9 კაციანი ჯგუფი.[4]
კონსოლი გამოიყენებდა უსადენო სათამაშო კონტროლერს, რომელიც ახდენდა სპორტული აღჭურვილობების სიმულაციას (ბეისბოლის ბიტა, ან ჩოგბურთის ჩოგანი, ბოულინგის ბურთი), რა დროსაც სენსორის საშუალებით მომხმარებლის ქმედება აისახებოდა ტელევიზორის ეკრანზე. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 79 აშშ დოლარს[2] მისი წარმოება შეწყდა 2017 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- XaviXPORT — Video Game Console Library
- XaviXPORT — Video Game Kraken
- XaviXPORT — Giant Bomb
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Xavix Domain For Sale (15 მაისი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-15. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 XaviX Port official info page. ციტირების თარიღი: 2017-04-19
- ↑ SSD Company Limited News (2017-04-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-13. ციტირების თარიღი: 2017-04-19.
- ↑ XaviXPORT (Platform) en. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2018.
|
|