გსურთ შეხვიდეთ ან გაწევრიანდეთ Facebook-ში?
დაარეგულირეთ Facebook-ზე რეკლამის ჩვენების ხერხი თქვენი აქტივობის ინფორმაციაზე დაყრდნობით სარეკლამო პარტნიორებისგან

If you’re in the European Region, your ad choices are different. Learn more about your ad choices.

რეკლამის პარამეტრებზე წვდომისთვის უნდა იყოთ Facebook-ში შესული.
თქვენთვის უფრო შესაფერისი რეკლამების საჩვენებლად ჩვენ ვიღებთ და ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც რეკლამის დამკვეთები და სხვა პარტნიორები გვაწვდიან მათ ვებსაიტებსა და აპებზე თქვენს აქტივობასთან, ასევე, ისეთ კავშირგარეშე მოქმედებებთან დაკავშირებით, როგორიცაა შესყიდვები. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა გაჩვენოთ პერანგის რეკლამა ტანსაცმლის ვებსაიტზე თქვენი სტუმრობის საფუძველზე.
შეგიძლიათ აირჩიოთ, გამოვიყენებთ თუ არა ამ ინფორმაციას თქვენთვის რეკლამის საჩვენებლად თქვენს რეკლამის პარამეტრებშიაქტივობის შესახებ ინფორმაცია სარეკლამო პარტნიორებისგან პარამეტრის შეცვლით.
დაარეგულირეთ Facebook-ზე რეკლამის ჩვენება თქვენი აქტივობის ინფორმაციაზე დაყრდნობით სარეკლამო პარტნიორებისგან
ამ პარამეტრის სანახავად და მოსარგებად ანგარიშების ცენტრში:
  1. Scroll to the bottom of Facebook and tap Settings & Privacy.
  2. გადადით ქვემოთ ნებართვებზე და აირჩიეთ სარეკლამო პარამეტრები.
  3. შეეხეთ ბმულს სექციაში პარამეტრების მართვა.
  4. თქვენთვის რეკლამის საჩვენებლად გამოყენებული მონაცემების განყოფილებაში, შეხებით აირჩიეთ აქტივობის ინფორმაცია სარეკლამო პარტნიორებისგან.
  5. შეხებით აირჩიეთ პარამეტრის შემოწმება.
  6. აირჩიეთ, შეგვეძლოს თუ არა ჩვენი სარეკლამო პარტნიორებისგან თქვენი აქტივობის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამოყენება თქვენთვის რეკლამების საჩვენებლად.
შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ რატომ ხედავთ კონკრეტულ რეკლამას.
შენიშვნა: შემოგეთავაზებათ თქვენი არჩევანის დადასტურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიტანთ ცვლილებებს „აქტივობის ინფორმაცია სარეკლამო პარტნიორებისგან“ პარამეტრში.
აქტივობის ინფორმაცია სარეკლამო პარტნიორებისგან
ეს პარამეტრები აკონტროლებს, შეგვეძლოს თუ არა Facebook-ზე თქვენთვის რელევანტური რეკლამების ჩვენება „აქტივობის ინფორმაცია სარეკლამო პარტნიორებისგან“ პარამეტრზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ამ პარამეტრს გამორთავთ, რეკლამები, რომლებსაც დაინახავთ, შესაძლოა მაინც ეფუძნებოდეს ჩვენს პლატფორმაზე თქვენს აქტივობას. შესაძლოა, ისინი ასევე ემყარებოდეს ინფორმაციას კონკრეტული კომპანიისგან, რომელმაც გაგვიზიარა პირებისა თუ მოწყობილობების სია, თუ თქვენი პროფილი დაემთხვევა ამ სიაში მოცემულ ინფორმაციას.
არჩევანს, რომელსაც აკეთებთ „აქტივობის ინფორმაცია სარეკლამო პარტნიორებისგან“ პარამეტრში იქნება გამოყენებული იმავე ანგარიშების ცენტრში თქვენს ყველა ანგარიშზე.
შენიშვნა: თქვენ შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა სარეკლამო გამოცდილება თქვენს ანგარიშებზე თუ ისინი არ არის დამატებული ერთსა და იმავე ანგარიშების ცენტრში. შეიტყვეთ მეტი თუ რა პარამეტრების მართვა შეგიძლიათ თქვენს ანგარიშებში ანგარიშების ცენტრში.
ჩვენ ვიცავთ თვითმარეგულირებელ პრინციპებს ქცევითი ონლაინ-რეკლამისთვის და ვმონაწილეობთ უარის თქმის პროგრამებში, რომელთა შემქმნელები არიან ციფრული სარეკლამო ალიანსი, კანადის ციფრული სარეკლამო ალიანსი და ევროპის ინტერაქტიული ციფრული სარეკლამო ალიანსი. ამ საიტების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ყველა მონაწილე კომპანიის პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმა.
ქართული
+
Meta © 2024