მიიღეთ და გააგზავნეთ ელფოსტა ანონიმურად

ელფოსტის ფსევდონიმები, თქვენ შეგიძლიათ, ინტერნეტში ანონიმურად იმუშაოთ და დაიცვათ თქვენი საფოსტო ყუთი სპამისგან და ფიშინგისგან. ის ღია კოდითაა. დამზადებული და დაჰოსტილია ევროპაში.

Five stars შექმნილია 1,000,000+ ფსევდონიმი.
Hero Image - Different email address for each website

რეკომენდებულია

როგორ მუშაობს ელფოსტის ფსევდონიმი?

დაიცავით თქვენი საფოსტო ყუთი ელფოსტის ფსევდონიმებით.

1.
ყველგან გამოიყენეთ ელფოსტის ფსევდონიმი
A different email alias for each website

შემდეგ ჯერზე, როცა ვებგვერდი ელფოსტის მისამართს გკითხავთ, მიეცით მას ფსევდონიმი, თქვენი რეალური ელფოსტის მაგიერ.

2.
მიიღეთ ელფოსტა უსაფრთხოდ, თქვენს საფოსტო ყუთში.
Receive emails safely in your mailbox

ელფოსტა, რომელიც ფსევდონიმზეა გაგზავნილი, მყისიერად გადმოგეგზავნებათ თქვენს საფოსტო ყუთში ისე, რომ გამომგზავნი ვერაფერს გაიგებს.

3.
გააგზავნეთ ელფოსტა ანონიმურად
Send emails anonymously

გადმოგზავნილ ელფოსტაზე საპასუხოდ, უბრალოდ, "პასუხს" დააწექით: პასუხი ფსევდონიმით გაიგზავნება, თქვენი ნამდვილი ელფოსტა კი დამალული დარჩება.
ასევე ადვილად შეგიძლიათ, ელფოსტა თქვენი ფსევდონიმით გააგზავნოთ კიდეც.

შექენით და მართეთ თქვენი ფსევდონიმები ყველგან

მუშაობისას, სწრაფად შექმენით ფსევდონიმები. გამოიწერეთ გაზეთი, შექმენით ახალი ონლაინ-ანგარიში სულ ერთი წკაპით.

Available everywhere

ელფოსტის ფსევდონიმები, ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს უყვართ

კონფიდენციალობა, უსაფრთხოება და ფუნქციები, რომელიც შეგიყვარდებათ

SimpleLogin ყველაზე განვითარებული ელფოსტის ფსევდონიმის გადაწყვეტილებაა.

100% ღია კოდი

აგებულია ღია კოდის ტექნოლოგიაზე, ყველა SimpleLogin-ის კომპონენტიც ღია კოდითაა.
თქვენ არასდროს ანდობდით თქვენს ელფოსტას გუდიან კაცს, ხომ?

გააგზავნეთ ელფოსტები ფსევდონიმიდან

ფსევდონიმს ელფოსტის არა, მხოლოდ, მიღება, არამედ გაგზავნაც შეუძლია. ფსევდონიმი სრულფასოვანი ელფოსტის მისამართია.

ყველგან

მართეთ თქვენი ფსევდონიმები SimpleLogin-ის ვებგვერდზე, ან ჩვენს Chrome-ის, Firefox-ის ან Safari-ის გაფართოებებით.
ან თქვენს ტელეფონზე, Android (Play Store, F-Droid) და iOS-ის აპით.

მომხმარებლის დომენი

მოიტანეთ თქვენი დომენი და სხვა ელფოსტის ჰოსტის შეძენა აღარ დაგჭირდებათ.
და იცოდით, რომ შეგიძლიათ, catch-all ფსევდონიმით თქვენი დომენით?

დაბალი ფასები

ყველა SimpleLogin-ის ტარიფს აქვს უსასრულო გადაგზავნა/გაგზავნების და განუსაზღვრელი გამტარობის რაოდენობა.
გააგზავნეთ და მიიღეთ იმდენი ელფოსტა, რამდენიც გნებავთ.

შექმენით ფსევდონიმები სურვილისამებრ, ქვედომენებით

შექმენით თქვენი subdomain მიიღებს და გამოიყენეთ ის სწრაფად, SimpleLogin-ის ვების ან მობილური აპის გახსნის გარეშე.გაიგეთ მეტი.

ერთზე მეტი საფოსტო ყუთი

თუ უკვე გაქვთ რამდენიმე საფოსტო ყუთი, ეს ფუნქცია თქვენთვისაა: შეგიძლიათ, თქვენი საფოსტო ყუთები SimpleLogin-ში დაამატოთ და აირჩიოთ, რომელს გამოიყენებთ, როცა ფსევდონიმს შექმნით. გაიგეთ მეტი.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

PGP-სთან ერთად თქვენი ელფოსტა საფოსტო ყუთში გადაგზავნამდე თქვენი საკუთარი PGP გასაღებით იშიფრება. მხოლოდ, თქვენ შეგიძლიათ, გაშიფროთ ისინი. მუშაობს ძალიან კარგად Proton Mail-თან და PGP-ის პროგრამებთან ერთად (Thunderbird, GPGTols და ა.შ.).

იმისათვის, რომ თქვენი SimpleLogin-ის ანგარიში უკეთ დაიცვათ, შეგიძლიათ, 2FA ჩართოთ.TOTP-ის ან/დაWebAuthn-ის (FIDO) საშუალებით.

მეტი, ვიდრე (უბრალოდ) ფსევდონიმი

SimpleLogin-ის ამბიციაა, რომ ფაქტი, რომ ის იცავს თქვენს ონლაინ-კონფიდენციალობას და ელფოსტას, მხოლოდ, დასაწყისია.
მოგვყევით ისეთი მომავალი ფუნქციებისთვის, როგორიცაა SSO, ტელეფონის ნომრისა და საკრედიტო ბარატის დაცვა.

დახმარება
ხშირად დასმული კითხვები

ელფოსტის ფსევდონიმი ელფოსტის გადაგზავნის მსგავსი სერვისია. ყველა ელფოსტა, რომელსაც ფსევდონიმზე გამოგიგზავნიან, თქვენს საფოსტო ყუთში აღმოჩნდება.
SimpleLogin-ის ტექნოლოგიების დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ, ელფოსტა ფსევდონიმიდანაც გააგზავნოთ.
თქვენი კონტაქტისთვის ფსევდონიმი თქვენი ელფოსტის მისამართია. ელფოსტის ფსევდონიმების შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ ვებგვერდზე , რა არის ელფოსტის ფსევდონიმი.

ელფოსტის ქვედამისამართება, ასევე ცნობილი, როგორც პლუს (+) ხრიკი, პოპულარიზებული Gmail-ის და მხარდაჭერილი ზოგიერთი ელფოსტის სერვისის მიერ, საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ახალი ელფოსტის მისამართები თქვენს მიმდინარე ელფოსტაზე '+'-ის მიწერით. ვთქვათ, თქვენი ელფოსტის მისამართია name@proton.me. შეგიძლიათ, ახალი ისეთი მისამართები შექმნათ, როგორიცაა name+facebook@proton.me Facebook-სთვის, name+groupon@proton.me Groupon-სთვის და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ პრაქტიკულია, ამ მიდგომას უარყოფითი მხარეებიც აქვს:
- თქვენ ვერ უპასუხებთ + მისამართიდან, გამომგზავნად თქვენი ელფოსტის მისამართი გამოჩნდება.
- ხრიკი '+' კარგადაა ცნობილი და ზოგიერთი ვებგვერდი ასეთი ელფოსტიდან რეგისტრაციაზე უარს აცხადებს.
- + ხრიკის გამოყენება თქვენს კონფიდენციალობას არ დაიცავს: შეუძლიათ, ელფოსტას + ნაწილი მოაცილონ და ხელთ თქვენი ელფოსტა შერჩებათ. თუ თქვენი + მისამართი გაჟონილ მონაცემებში აღმოჩნდა, თქვენი ნამდვილი მისამართი, დიდი ალბათობით, ასევე სპამერების ხელშია. გაჟონილ ელფოსტებში ძებნისთვის გამოიყენეთ ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა, მაგალითად: Have I been pwned.
- + ნაწილის წაშლის შემდეგ რეკლამის დამგზავნებს შეუძლიათ, ეს + მისამართები დააკავშირონ და, შედეგად, თქვენი ბრაუზერის ისტორია დაადგინონ.

SimpleLogin-ის ფსევდონიმებს ეს უარყოფითი მხარეები არ გააჩნიათ. +-ის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე იხილეთ რა აქცევს ელფოსტის ფსევდონიმს პლუს (+) ნიშნიან ელფოსტაზე უკეთს ალტერნატივად

SimpleLogin ყველაზე მოწინავე ელფოსტის ფსევდონიმის გადაწყვეტლებაა და მისი შემუშავება აქტიურად მიმდინარეობს. მოცემულია სხვაობები SimpleLogin-სა და სხვა ელფოსტის გადამისამართების/ფსევდონიმის სერვისებს შორის:

  • სრულად ღია კოდი: ორივეს კოდი, SimpleLogin-ის სერვერისაც და კლიენტისაც, (ბრაუზერის გაფართოება, JS ბიბლიოთეკა, მობილური აპები) ღიაა, ასე რომ, მისი შეცვლა და შემოწმება ნებისმიერს შეუძლია.
  • მოიცავს ყველა ძირითად პლატფორმას: Chrome/Firefox/Safari-ის გაფართოებები კომპიუტერის, iOS და Android მოწყობილობებისთვის.
  • ერთადერთი ელფოსტის გადაგზავნის გადაწყვეტილება, რომელსაც თავისი თავის დაჰოსტვა შეუძლია, ანუ, SimpleLogin-ი შეგიძლიათ თქვენსავე სერვერზე გაუშვათ. ჩვენი დეტალური დოკუმენტაციით და კომპონენტების უმეტესობით, რომლებიც Docker-ის კონტეინერებში ეშვება ყველას, ვისაც SSH-ზე ვდომა აქვს, შეუძლია, SimpleLogin თავიანთ სერვერზე გაუშვას.
  • შეგიძლიათ, უპასუხოთ/გააგზავნოთ ელფოსტა ფსევდონიმით. პასუხების/გაგზავნების რაოდენობა შეზღუდული არაა.
  • განუსაზღვრელი გამტარობა.
  • რეკლამისა და ტრეკერების გარეშე.
  • ის, არა მხოლოდ, უბრალოდ, ელფოსტის ფსევდონიმია. SimpleLogin-ს ასევე კონფიდენციალობაზე-ორიენტირებული და პროგრამისტისთვის ადვილი იდენტიფიკატორის მომწოდებელია:
    - პატივს სცემს მომხმარებლის კონფიდენციალობას
    - მარტივია პროგრამისტებისთვის.
    SimpleLogin გთავაზობთ კონფიდენციალობაზე ფოკუსის მქონე ალტერნატივას "Facebook/Google/Apple-ის ღილაკით შესვლისთვის'.
  • ფუნქციები: ბრაუზერის გააფრთოება, მომხმარებლის დომენი, ყველას-ჩაჭერის ფსევდონიმი, OAith-ის ბიბლიოთეკები და ა.შ. მომავალში მეტს დავამატებთ.
  • რას ვაპირებთ, შეგიძლიათ GitHub-ზე იხილოთ: ნახავთ, რაზე ვმუშაობთ.

SimpleLogin-ის ფსევდონიმები, მუდმივია, ისეთი დროებითი ელფოსტის მისამართებისგან განსხვავებით, როგორიცააtemp-mail.org,10minutemail.net და სხვ.
ასევე, SimpleLogin არ ინახავს ელფოსტებს. ის თქვენს საფოსტო ყუთში ინახება.
SimpleLogin, უბრალოდ, სხვა პროდუქტია სხვა მოთხოვნებისთვის.

ჩვენი შემოსავალი მხოლოდ გამოწერებიდანაა, რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ყოველთვის რეკლამების გარეშე იქნება.

ეს ორი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ფსევდონიმები ეგრევე შექმნათ, რაც ნიშნავს, რომ ახალი ფსევდონიმის შესაქმნელად SimpleLogin-ის გახსნა არ დაგჭირდებათ.
ჩართეთ ყველას ჩაჭერის ფუნქცია თქვენს დომენზე, რს შემდეგაც შეგეძელებათ, რაცგნებავთ@my-domain.com> მისამართი გამოიყენოთ, სადაც რაცგნებავთ ნებისმიერი სიტყვაა, რომელიც, მხოლოდ, 128 სიმბოლოთია შეზღუდული.
ფსევდონიმების კატალოგი ყველაფრის-ჩაჭერის მსგავსია, შეგიძლიათ, ფსევდონიმად თქვენი_კატალოგი+რაცგნებავთ@simplelogin.co გამოიყენოთ. თქვენი_კატალოგი კატალოგის სახელია, რომელსაც შექმნით.

შეგიძლიათ, პირდაპირ თქვენი ელფოსტის კლიენტიდან უპასუხოთ. უბრალოდ, დააწკაპუნეთ 'პასუხის' ღილაკზე და თქვენი პასუხი SimpleLogin-ით გადაიგზავნება და ის თქვენს ელფოსტას თქვენი ფსევდონიმით შეცვლით. თქვენი პირადი ელფოსტა გამომგზავნისთვის უჩინარი დარჩება.

ტექნიკურად თავსართი From თქვენს ელფოსტაში სპეციალური ფსევდონიმით ჩანაცვლდება, რომელიც თითოეული გამგზავნისთვის ცალ-ცალკე გენერირდება. როცა პასუხობთ, თქვენი პასუხი სინამდვილეში სპეციალურ ფსევდონიმზე იგზავნება და SimpleLogin-ი მას გამომგზავნს, უბრალოდ, გადაუგზავნის, რითაც გამომგზავნი მისამართი თქვენი ფსევდონიმით ჩანაცვლდება. ამ პროცესში წაიშლება ინფორმაცია თქვენი პირადი ელფოსტის შესახებ.

უკუფსევდონიმი სპეციალური ფსევდონიმია, რომელიც თქვენი ფსევდონიმით ელფოსტის გაგზავნის საშუალებას გაძლევთ.
უკუფსევდონიმი თითოეული იმ ფსევდონიმისთვის იქმნება, რომლიდანაც ელფოსტის გაგზავნა გნებავთ და თითოეული კონტაქტისთვის, რომლისთვისაც ელფოსტის გაგზავნა გნებავთ.
როცა ელფოსტას უკუფსევდონიმზე თქვენი პირადი ელფოსტიდან გააგზავნით, ელფოსტა კონტაქტს ფსევდონიმისგან მიუვა.

როგორც ნორმალური ელფოსტის მისამართი, ფსევდონიმი მანამდე იარსებებს, სანამ არ წაშლით.

ჩვენ ვიყენებთ სერვერებს Proton-დან და UpCloud-დან, რომელიც ფინური ღრუბლოვანი მომწოდებელია.

SimpleLogin-ში შეგიძლიათ, თქვენი საკუთარი დომენები შემოიტანოთ და დაამატოთ ისეთი ფსევდონიმები, როგორიცაა contact@your-domain.com,hi@your-domain.com.
როგორც, ალბათ, უვე მიხვდით, SimpleLogin-ისს გამოყენება თქვენი სამსახურის ელფოსტებისთვისაც შეგიძლიათ, Google Workspace-ის მაგვარი ძვირიანი სერვისების გარეშე.
ყველა ჩვენი საქმიანი ელფოსტა (მაგ: contact@simplelogin.io), სინამდვილეში ფსევდონიმია. 🤫

ხშირად დასმული კითხვების პოვნახდკ-ის გვერდზე შეგიძლიათ.
თუ პასუხს ვერ იპოვით, მოგვწერეთ მისამართზეsupport@simplelogin.zendesk.com.
ასევე შეგიძლიათ, თემა GitHub-ის პრობლემების სექცციაშიც გახსნათ.

შეუერთდით 50 000 ადამიანზე მეტს, ვინც თავის საფოსტო ყუთს და კონფიდენციალობას იცავს.

SimpleLogin was the best thing that's ever happened to me (and I assume it the same applies to others who have tried it out. :) ). I use it mainly to protect my main e-mail from companies that potentially don't respect GDPR laws or can't be bothered to.

Verum Rex

Used this for years now. The creator is responsive and awesome as a whole. Product is 10/10 for what it does. Cheap as all hell as well. Use it for all of my emails. Super reliable and easy to setup with my own domain. Just really really nice.

Lucas
I used to be excited when receiving new emails.
But thanks to thousands of data breaches, to the 200 billions data broker market, my inbox is now full of unsolicited, impossible-to-unsubscribe and personalized cold emails.
When we use our personal email everywhere, it becomes our online identity and our activity can be easily linked together. VPNs, password managers, Ad Blockers don't help here: we are tracked by our email address.
That’s why I started SimpleLogin to have control over the emails we receive.
And so we can finally be protected from data breaches, cross-site tracking, personalized advertising.
Since our launch in 2020, we’ve helped over 50.000 people gain back control over their inbox and I’d love for you to give it a try.
Sincerely,
Son NK
Son Nguyen Kim
CEO & Founder of SimpleLogin