შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ინდონეზიის გერბი
ინდონეზიის გერბი
ინდონეზია (ინდონ. Republik Indonesia) — ქვეყანა არქიპელაგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ქვეყანა 17 508 კუნძულს მოიცავს და 33 პროვინციად იყოფა. 2011 წლის შეფასებით ინდონეზიაში 238 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანამ ნიდერლნდებისგან დამოუკიდებლობას 1945 წლის 17 აგვისტოს მოიპოვა.

სიახლეები

შეიხ ჰასინა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


17 აგვისტო — ამ დღეს...

ჯოზეფ პულიცერი.
ჯოზეფ პულიცერი.
  • 1903 : ჯოზეფ პულიცერმა (სურათზე) პულიცერის პრემია დააწესა, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის.
  • 1970 : ვენერა-7 პირველი კოსმოსური აპარატი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტიდან ინფორმაციის გადაცემა შეძლო.
  • 1998 : მონიკა ლევინსკის სკანდალი — აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა აღიარა, რომ „შეუფერებელი ფიზიკური ურთიერთობა“ ჰქონდა თეთრი სახლის პრაქტიკანტთან.
  • 1998 : გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დეფოლტი გამოაცხადა.
  • 1999 : 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თურქეთის ქალაქ იზმირში; 17 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44 000 მძიმედ დაშავდა.
  • 2005 : ებრაელი ახალმოსახლეების პირველი იძულებითი ევაკუაცია განხორციელდა ოკუპირებული მიწებიდან ისრაელის ცალმხრივი გამოსვლის გეგმით.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი