შინაარსზე გადასვლა

არეოპაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არეოპაგის ხედი აკროპოლისიდან

არეოპაგი — ძალაუფლების ორგანო ათენში (ძველ საბერძნეთში). დასახელება მიიღო ადგილმდებარეობის მიხედვით (სიტყვასიტყვით „არესის ბორცვს“ ნიშნავს). გადმოცემის მიხედვით, ამ ბორცვზე გაიმართა სასამართლო ღმერთ არესზე, იმისათვის რომ მან პოსეიდონის შვილის სისხლი დაღვარა.

არეოპაგის ძირითადი ფუნქცია კანონების შესრულებაზე თვალყურის დევნა იყო. ასევე მის ფუნქციაში შედიოდა სასამართლო გარჩევები იმ საქმეებისა სადაც ჩადენილი იყო მკვლელობა.