შინაარსზე გადასვლა

არკადია (საბერძნეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნომი
არკადია
Αρκαδία
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი Tripoli
შიდა დაყოფა Tripoli Municipality, North Kynouria Municipality, South Kynouria Municipality, Gortynia Municipality და Megalopoli Municipality
კოორდინატები 37°29′37″ ჩ. გ. 22°21′21″ ა. გ. / 37.493611° ჩ. გ. 22.355889° ა. გ. / 37.493611; 22.355889
ფართობი 4,419 კმ²
მოსახლეობა 100,611 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 22.8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი 2710, 275x0, 279x0
საფოსტო ინდექსი 22x xx
საავტომობილო კოდი TP
ოფიციალური საიტი arcadia.gr

არკადია (ბერძ. Αρκαδία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტრიპოლი.

  • მოსახლეობა — 100,611 ადამიანი.
  • ფართობი — 4,419 კმ².

არკადია ჩრდილოეთით ესაზღვრება აქაიას, დასავლეთით ელიდას, სამხრეთით მესინიას და ლაკონიას, აღმოსავლეთით არგოლიდას და სამი მმხრიდან გარშემორტყმულია მთებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: კილენე (ახლა ზირია) ჩრდილო აღმოსავლეთით, ერიმანტოსი (ახლა ოლონოსი) ჩრდილო-დასავლეთით, ლიკეონი (ახლა დიაფორტი) სამხრეთ-დასავლეთით და არტემიზიონი (ახლა მალევო) აღმოსავლეთით.

მხოლოდ აღმოსავლეთში არის დაბლობები, სადაც ოდესღაც მდებარეობდა ქალაქები: ტეგეია და მანტინეია. მდინარეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ალფეოსი და ლადონი.

არკადია — ერთადერთი ნომია პელოპონესის პერიფერიაში, რომელსაც არ შეხებია დორიული გადასახლება; მან შეინარჩუნა მისი უძველესი მკვიდრნი პელასგები, რომლებიც ძირითადად ცხოვრობდნენ მესაქონლეობით და სოფლის მეურნეობით, ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობდნენ მრეწველობას, ხელოვნებას (გარდა მუსიკისა) და მეცნიერებას. არკადიელმა მწყემსებმა სიმღერით ფანტასტიკური შელამაზებით შექმნეს პასტორალის ჟანრის პოეზია.

პოლოიტიკური თვალსაზრისით არკადია უძველეს დროში დაიშალა დიდი რაოდენობით ცალკეულ ქვეყნებად, რომლებმაც მოკლე ხნით ერთმანეთისგან დამოუკიდებლებმა შექმნეს ძალიან სუსტი კავშირი. ასეთი არასაკმარისი ერთობა გახდა საფუძველიუ იმის, რომ არკადია, მიუხედავად მრავალრიცხოვნობისა და თავისი ხალხის სამხედრო გმირობებისა, არ უთამაშია არც ერთი გავლენიანი როლი საბერძნეთის ისტორიაში. ერთადერთი მცდელობა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის ჰქონდათ ძვ. წ. 371 წელს ეპამინონდის ქალაქ მეგალოპოლის (დიდი ქალაქი) დამაარსებლის მეთაურობით. მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ახალი დედაქალაქი საომერი შეტაკებების შედეგად ერთი მხრივ არკადიის ანტიცენტრალისტური პარტიის, ხოლო მეორე მხრივ სპარტელების მხრიდან მთლიანად განადგურდა და მას ხუმრობით «დიდი უდაბნო» უწოდეს.

პერიფერიული ერთეული არკადია იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.

გორტინია (1)
მეგალოპოლი (2)
ჩრდილოეთი კინოურია (3)
სამხრეთი კინოურია (4)
ტრიპოლი (5)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]