შინაარსზე გადასვლა

ოლიმპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მხატვრის დანახული ოლიმპია
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 517
ინგლ.რუს.ფრ.

ოლიმპია (ბერძნ. Ολυμπία) — ძველი ბერძნული ქალაქი ელიდაში (პელოპონესის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი), რელიგიური ცენტრი, ზევსის კულტისა და მისდამი მიძღვნილი ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელი ადგილი. არქიტექტურული ანსამბლი ჩამოყალიბდა ძვ. წ. VII—IV საუკუნეებში. დაეცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ. ოლიმპიის შემდეგ შემონახულია პელოპის სამლოცველოს (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული), ჰერას (ძვ. წ. VII საუკუნის დასასრული ან VI საუკუნის დასაწყისი), პრაქსიტელეს ქანდაკება „ჰერმესი ჩვილი დიონისეთი“ (მარმარილო, დაახლოებით ძვ. წ. 340) დაცულია ოლიმპიის მუზეუმში. ზევსის (ძვ. წ. 468—456, არქიტექტორი ლიბონი; ფრონტების ადრინდელი კლასიკური ქანდაკება და პეონიოსის „ნიკეს“ ქანდაკება დაცულია ოლიმპიის მუზეუმში). ღმერთების დედის (მეტროონი, ძვ. წ. IV საუკუნის I ნახევარი), ზევს სოსიპოლისისა და ილითიას (ძვ. წ. 363-ის შემდეგ) ტაძრების, 12 საგანძურისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. წმინდა ადგილის ფარგლებს გარეთ ბულევტერიონის (ძბ. წ. VI—V სს.), კლასიკური ეპოქის სტადიონის, ე. წ. ლეონიდაიონის (ძვ. წ. IV ს., არქიტ. ლეონიდე) და სხვ. ნაგებობათა ნაშთები. ოლომპიას მუზეუმი.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: