შინაარსზე გადასვლა

HeLa

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
HeLa-ს უჯრედები ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ

HeLa — ცნობილი უჯრედული ხაზი, რომელიც მრავალ სამეცნიერო კვლევაში ბიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის სფეროში გამოიყენება[1]. უჯრედი, რომელსაც ასევე „უკვდავს“ უწოდებენ, ჰენრიეტა ლაქსისგან, აფროამერიკელი ქალისგან, 1951 წელს, მისი ნებართვის გარეშე მიიღეს მკვლევარ ჯორჯ გაიეს მიერ. ეს უჯრედები უნიკალურია, რადგან ლაბორატორიულ პირობებში განუწყვეტლივ გამრავლების უნარი გააჩნიათ, რაც მათ უკვდავად აქცევს.

HeLa-ს უჯრედები ერთ-ერთ პირველ უკვდავ უჯრედულ ხაზს წარმოადგენენ და ფართოდ გამოიყენებიან სამეცნიერო კვლევებში, მათ შორის, კიბოს, ვირუსების, გენეტიკის და ვაქცინების შესწავლაში.

გაიემ უჯრედებს ჰენრიეტა ლაქსის სახელის საწყისი ასოების მიხედვით HeLa უწოდა. ეს იყო პირველი ადამიანის უჯრედები, რომლებიც გაიზარდა ლაბორატორიაში.

HeLa უჯრედები თავიდანვე პაპილომა ვირუსით დაინფიცირდა, რაც ხშირად ხდება კიბოს უჯრედებთან, რომლებმაც მოკლა ჰენრიეტა. HeLa-ს უჯრედებს აქვთ პათოლოგიური კარიოტიპი. მის ქვეხაზს აქვს 49-78 ქრომოსომა, განსხვავებით ადამიანის ნორმალური კარიოტიპისგან, რომელიც შეიცავს 46 ქრომოსომას[2].

HeLa უჯრედები წლების განმავლობაში განვითარდა, რათა მოერგოს ზრდას in vitro და მათი დაყოფის გამო, წარმოიშვა რამდენიმე ხაზი. ამჟამად არსებობს HeLa-ს რამდენიმე უჯრედის ხაზი. ეს უჯრედული ხაზები გამოიყენება, სხვა საკითხებთან ერთად, როგორც კიბოს უჯრედების მოდელი, უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემის მექანიზმების შესასწავლად და სხვა მიზნებისთვის.

  1. Бессмертные клетки HeLa
  2. Мамаева С. Е. Атлас хромосом постоянных клеточных линий человека и животных. — М.: Научный мир, 2002. — 236 с. — ISBN 5-89176-178-5.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=HeLa&oldid=4704218“-დან