M1 Garand
M1 Garand | |
---|---|
ტიპი | ნახევრადავტომატური შაშხანა |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია |
1936–1958 აშშ 1940-იანებიდან-დღემდე (სხვა ქვეყნებში) |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | ჯონ გარანდი |
შექმნის თარიღი | 1928 |
წარმოების პერიოდი | 1934—1957 |
მახასიათებლები | |
წონა | 4.31-5.3 |
სიგრძე | 1,100 |
ლულის სიგრძე | 609.6 მმ |
| |
ვაზნა |
7.62×63 მმ სპრინგფილდი 7.62×51 მმ ნატო |
მუშაობის პრინციპი | გაზზე მომუშავე, მბრუნავი ჭანჭიკი |
სროლის ტემპი | 40–50 ვაზნა/წთ |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 853 მ/წმ |
დამიზნების მანძილი | 457 მ |
დატენვის სისტემა | 8 ვაზნიანი სავაზნე მჭერი, შიდა მჭიდი |
სამიზნეები | რკინის სამიზნე |
M1 Garand — M1 გარანდი ან M1 შაშხანა — .30-06 კალიბრის (7.62×63მმ) ნახევრადავტომატური შაშხანა, რომელიც იყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი საბრძოლო შაშხანა მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის დროს. მცირე რაოდენობით ის ასევე გამოიყენებოდა ვიეტნამის ომშიც. ასობით ათასი M1 შაშხანა ასევე გაიგზავნა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში, როგორც სამხედრო დახმარება. M1 Garand დღემდე გამოიყენება აშშ-ის შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულის მიერ, სანადირო მიზნებისთვის სამოქალაქო პირთა შორის და კოლექციონერების მიერ.
M1 Garand-ს სახელი დაერქვა მისი კანადელ-ამერიკელი გამომგონებლის ჯონ გარანდის პატივსაცემად. ეს შაშხანა იყო პირველი ნახევრადავტომატური იარაღი აშშ-ის ჯარისთვის. უმეტესი სამხედრო მოხსენებების მიხედვით M1 Garand იყო საიმედო და მოწონება დაიმსახურა ამერიკელი სამხედროების მხრიდან. გენერალმა ჯორჯ ს. პატონმა მას უწოდა „უდიდესი საბრძოლო მოწყობილობა, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ“. 1936 წელს M1 Garand-მა ჩაანაცვლა გრძივმოძრავ საკეტიანი ხელით გადასატენი M1903 Springfield შაშხანა, როგორც აშშ-ის არმიის სტანდარტული იარაღი, ხოლო თავად ის 1958 წელს ჩანაცვლდა M14 შაშხანით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Walter, John (2006). Rifles of the World (3rd ed.). Iola, WI: Krause Publications. p. 143.
- Fitzsimons, Bernard, ed. (1977). "Garand". The Illustrated Encyclopedia of Twentieth Century Weapons and Warfare. 10. London: Phoebus. p. 1088.